Lignum — სახელოსნო, სადაც ხე ხდება ხელოვნება. თითოეული ნამუშევარი იქმნება ხელით, სიყვარულით და პატივისცემით ხის ბუნებრივი ხასიათისა.
ნამუშევრების ნახვა
მე ვარ ანდრო, ხეზე კვეთის თვითნასწავლი შემოქმედი. ჩემს სახელოსნოში ნახავთ როგორც მისტიკურ Woodspirit-ებს, ისე პრაქტიკულ და ესთეტიკურ ნივთებს: კედლის საათებს, ღვინის ბოთლის სადგამებსა და გამორჩეულ დეკორატიულ აქსესუარებს. ჩემთვის ხეზე მუშაობა პროცესია, სადაც იდეები რეალურ ფორმას იღებს.
ვირჩევ ხეს და მისი ბუნებრივი ფორმის მიხედვით ვგეგმავ მომავალ ნამუშევარს — იქნება ეს მისტიკური სახე თუ პრაქტიკული ნივთი.
სპეციალური ხელსაწყოებით ხისგან გამომაქვს ძირითადი ფორმები. ეს ის ეტაპია, სადაც ნამუშევარი თავის ხასიათს იძენს.
ვიწყებ ფაქიზ მუშაობას: ზედაპირის დამუშავებას, წვრილმანი დეტალების გამოკვეთას და ფორმების სრულყოფას.
ნამუშევარს ვფარავ დამცავი საშუალებებით, რაც ხაზს უსვამს ხის ფაქტურას და უზრუნველყოფს ნივთის გამძლეობას.